საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჟურნალი "გარემო და საზოგადოება" აცხადებს სამეცნიერო სტატიების მიღებას

საერთაშორისო ელექტრონული სამეცნიერო რეფერირებადი, Google Scholar-ში ინდექსირებული ჟურნალი "გარემო და საზოგადოება" აცხადებს სამეცნიერო სტატიების მიღებას საბუნებისმეტყველო, სოციალური, პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებებიდან. სამეცნიერო ჟურნალის წელიწადში ორჯერ. 

განხილვისთვის არ მიიღება სამეცნიერო სტატია, რომელიც გამოქვეყნებულია ან გამოსაქვეყნებლად გაგზავნილია სხვა სამეცნიერო ჟურნალში. მიიღება ორიგინალურ, კონცეპტუალურ, თეორიულ და ემპირიული კვლევებზე ორიენტირებული, მათ შორის ინტერდისციპლინური, სტატიები. 

სამეცნიერო სტატია ანონიმურად იქნება რეცენზირებული. სტატიები შესაძლოა იყოს შესრულებული ქართულ და ინგლისურ ენაზე.

ავტორებმა სტატიები უნდა გააგზავნონ ელ.ფოსტაზე: socpol.science@tsu.ge

 

მნიშვნელოვანი თარიღები: 

სტატიების მიღების გამოცხადება: 2022 წლის 7 თებერვალი

სტატიების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 30 აპრილი

განხილვის პერიოდი: 10-12 კვირა

გამოქვეყნების თარიღი: სექტემბერი, 2022

თარიღი: 09/02/2022